|
2020-03-06 11:34:31, 904 ნახვა
საზოგადოება
ჭელიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი ეწყობა
გლდანის რაიონის გამგეობა სხვადასხვა მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს. მათ შორის გზის მოწყობა ჭელიძის ქუჩაზე ხორციელდება. სამუშაოების შედეგად, მოეწყო ბორდიური და დაახლოებით, 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე ორი ფენა ასფალტის საფარი იგება. სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან - შალვა ოგბაიძესთან და გულია გოცირიძესთან ერთად გაეცნო. „გლდანის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო მიმდინარეობს. მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გზების მოწესრიგება. გლდანის რაიონს კიდევ ერთი მოწესრიგებული ქუჩა შეემატება. ადგილობრივი მცხოვრებლები კი, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახალი ასფალტისსაფარიანი გზით ისარგებლებენ”, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „იბერი“ ახორციელებს, 100 531 ლარი არის გათვალისწინებული.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)