|
2020-03-06 11:22:07, 1023 ნახვა
საზოგადოება
საჩხერის საკარანტინო ზონიდან პაციენტებს დღეს გაწერენ
საჩხერის საკარანტინო სივრცეში მყოფი პაციენტები ბინაზე დღეს გაეწერებიან. როგორც საჩხერის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, მაია ხელაძე აცხადებს, სასტუმროში 25 მოქალაქე იმყოფება, რომელთაგან 24 ბინაზე გაეწერება, ერთი კი კვლავ ექიმების დაკვირვების ქვეშ დარჩება. „დღეისათვის არის 24 ადამიანი, რომელიც დატოვებს ჩვენს სასტუმროს. მთელი ამ ხნის მანძილზე, მათი მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი, რაიმე საეჭვო სიმპტომატიკა არც ერთს არ გაჰყოლია. ერთი მივიღეთ ახალი, რომელიც იტალიიდან არის ჩამოსული და ის დარჩება საკარანტინო ზონაში. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რაიმე საეჭვო სიმპტომატიკა არ აღენისნება. ვირუსიანებთან კონტაქტს თავად უარყოფს“, - განაცხადა მაია ხელაძემ. ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)