23:35 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-05 22:05:56, 1800 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა, ყველა მათგანის კონტაქტი დაკავშირებულია იტალიასთან

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 9- შეადგენს.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა,კორონავირუსით ინფიცირებული 5-ვე პაციენტის კონტაქტი დაკავშირებულია იტალიასთან და ისინი საქართველოში კვირას დაბრუნდნენ. 

"ყველა ეს კონტაქტი დაკავშირებულია იტალიასთან. ამ აღებული ნიმუშებიდან 5 აღმოჩნდა დადებითი. ეს გახლავთ ე.წ. ერთი კლასტერი ანუ ერთმანეთთან დაკავშირებული შემთხვევები, ძირითადად ოჯახური შემთხვევები, რომლებიც ყველა ერთად გახლდნენ იტალიაში და დაბრუნდნენ კვირას საქართველოში. ამიტომ, ახლანდელი მონაცემებით, საქართველოში გვაქვს კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევა. ყველა შემთხვევა ამ ეტაპისთვის კლინიკურად დამაკმაყოფილებელია. მხოლოდ მეოთხე დადასტურებული შემთხვევა წინა სამთან შედარებით, კლინიკურად უფრო მეტად საყურადღებო გახლავთ და მიმდინარეობს მასზე კლინიკური მეთვალყურეობა და შესაბამისი მკურნალობა. დანარჩენი 5 ადამიანი დღეს იქნენ მოთავსებული საღამოს ინფექციურ საავადმ,ყოფოში და მათზე მიმდინარეობს დამატებითი კლინიკური კვლევები. ლაბორატორიულად ისინი გამოკვლეულნი არიან და მათ დადასტურებული აქვთ კორონავირუსული ინფექცია", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics