|
2020-03-05 12:48:29, 1113 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ფოსტა აცხადებს რიგით მეშვიდე „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს”
საქართველოს ფოსტა აცხადებს „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს“, რომელიც უკვე მეშვიდედ ტარდება საქართველოში. წლევანდელი საკონკურსო თემა გახლავთ - „მიწერე წერილი უფროს ადამიანს, იმ სამყაროს შესახებ რომელშიც ვცხოვრობთ“. კონკურსის მიზანია წერილის წერის ტრადიციის აღდგენა/დამკვიდრება და წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში წერილობითი ურთიერთობის შენარჩუნება. ჟიური შეარჩევს საუკეთესო სამეულს, რომლიც დაჯილდოვდება სპეციალური პრიზებით, მათგან საუკეთესო ნამუშევარი გაიგზავნება „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ და ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში. ყველა მონაწილეს გადაეცემა სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 15 წლამდე ასაკის მოზარდებს. ნამუშევარში აუცილებელია წერილის ფორმის დაცვა შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:
წერილი შესაძლოა შესრულებული იყოს ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ, პორტუგალიურ, რუსულ, ესპანურ ან არაბულ ენაზე. ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 4 აპრილი, 14:00 საათი. საკონკურსო წესები და პირობები დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე - gpost.ge, დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ letter@gpost.ge. „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს“ საფუძველი ჩაეყარა „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ტოკიოს კონგრესზე და 1971 წლიდან სისტემატურად იმართება, მასში მონაწილეობას იღებს მსოფლიო საფოსტო კავშირის 192 წევრი ქვეყანა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)