00:44 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-05 12:43:14, 974 ნახვა

საზოგადოება
ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს რიგით 35-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ხელმძღვანელობდა.

გიორგი ხანიშვილმა სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობის მნიშვნელობასა და მეცხოველეობის დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილის შესახებ ისაუბრა. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ქვეყანაში მეცხოველეობის დარგი განვითარების რთულ გზას გადის და პროცესში პარტნიორი,  დონორი ორგანიზაციების ჩართულობა და მათი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციებს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. დღეს, როდესაც  მსოფლიო, მათ შორის საქართველო აქტიურად ებრძვის  კორონავირუსს, არ შეიძლება არ აღინიშნოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) თანამშრომელთა პროფესიონალიზმი და საქმიანობის მაღალი სტანდარტი. აქვე აღვნიშნავ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის ამერიკის მთავრობის მიერ გადმოცემული სპეციალური ტექნიკით საზღვარზე შემოსული თითოეული ტვირთი შესაბამისი ხსნარით დამუშავდება. კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში ჩართულობით, ჩვენ გავაკონტროლებთ სასაზღვრო პერიმეტრს და ხელს შევუწყობთ  საქონელბრუნვის მაჩვენებლის შენარჩუნებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკის მდგრადობისთვის“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრაზე განიხილეს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაგეგმილი ვეტერინარული ღონისძიებების, მათ შორის დიაგნოსტიკური ზედამხედველობის, ცხოველთა იდენტიფიკაცია/რეგისტრაციის, თავშესაფრების და  თევზის გადამმუშავებლების კონტროლის ზრდის მნიშვნელობის საკითხები.

შეხვედრის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის და სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლებმა მიმდინარე აქტივობებისა  და სამომავლო გეგმების შესახებ ვრცლად ისაუბრეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA), გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA), საქართველოში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO), ევროკავშირის (EU) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics