|
2020-03-04 15:15:07, 1653 ნახვა
საზოგადოება
ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი მიწისქვეშა სარკინიგზო გზაგამტარი გაიხსნა
კრწანისის რაიონში, ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი მიწისქვეშა სარკინიგზო გზაგამტარი გაიხსნა. დასრულებულ პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. დედაქალაქის მერის განცხადებით, ახალი გზაგამტარი ზემო და ქვემო ფონიჭალის ერთმანეთთან დამაკავშირებელ აქამდე არსებულ 5-კილომეტრიან მონაკვეთს 100 მეტრამდე ამცირებს. „განხორციელდა როგორც ქალაქისთვის, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტი. ეს არის ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გზაგამტარი. ზემო და ქვემო ფონიჭალის მოსახლეობას დაახლოებით, 5-კილომეტრიანი საავტომობილო გზის გავლა უწევდა. ამ კონკრეტული პროექტით კი სადგურის ქუჩა ღოღობერიძის ქუჩას დავუკავშირეთ. იცით, რომ ზემო და ქვემო ფონიჭალას ერთმანეთისგან რკინიგზის მაგისტრალი ყოფს. შესაბამისად, გვირაბი რკინიგზის ქვეშ გავიყვანეთ და ახლა ზემო და ქვემო ფონიჭალას შორის დაშორება მხოლოდ 100 მეტრია. ეს ადგილობრივებს შეუმცირებს ხარჯებს და პირველ რიგში, გადაადგილებას გაუმარტივებს. ყველა რაიონსა და უბანში მუშაობას გავაგრძელებთ და ყველა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტს განვახორციელებთ, რომლის საჭიროებაც არსებობს“, - განაცხადა კახა კალაძემ. სარკინიგზო გზაგამტარის მშენებლობა და მასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა აწარმოა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო გვირაბთან მისასვლელი საავტომობილო გზა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა გარე განათების ქსელს. ზემო და ქვემო ფონიჭალის დასახლებებს რკინიგზის ხაზი კვეთს, რომლის გადაკვეთის უახლოესი წერტილი მარნეულისა და რუსთავის გზატკეცილების გადაკვეთის ადგილია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ორ ახლომდებარე დასახლებას შორის უმოკლესი სამანქანო გზის მანძილი ხუთი კილომეტრია. მიწისქვეშა სარკინიგზო გზაგამტარი ღოღობერიძის ქუჩის მიმდებარედ, რკინიგზას გვირაბის საშუალებით კვეთს და მანძილს ას მეტრამდე ამცირებს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს დროს და ხარჯებს უზოგავს. ასევე, შეამცირებს სატრანსპორტო ნაკადს მარნეულისა და რუსთავის გზატკეცილების გადაკვეთაზე. სამუშაოებს შპს „სამშენებლო კომპანია მამისონი“ აწარმოებდა. პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 582 473 ლარი დაიხარჯა. თბილისის მერთან ერთად, ადგილზე მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ.
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)