07:04 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-04 11:38:00, 1053 ნახვა

კომენტარი
კალაძე - მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, კორონავირუსის პრევენციისთვის დედაქალაქის მერია ყველა შესაბამის ღონისძიებას ატარებს

„მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, კორონავირუსის საპროფილაქტიკოდ დედაქალაქის მერია ყველა შესაბამის ღონისძიებას ატარებს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „თბილსერვის ჯგუფმა“ პროფილაქტიკის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები 54 მიწისქვეშა გადასასვლელში ჩაატარა და აღნიშნული სამუშაოები კიდევ გრძელდება.

„„თბილსერვის ჯგუფმა“ პროფილაქტიკის მიზნით ჩაატარა სადეზინფექციო სამუშაოები 54 მიწისქვეშა გადასასვლელში, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ და არ ვჩერდებით ამაზე. ყველა მიწისქვეშა გადასასვლელი ანალოგიური ხსნარებით იქნება დამუშავებული.

ამასთანავე, პრევენციის მიზნით სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება მუნიციპალური ტრანსპორტი, დეზინფექცია ასევე უტარდება თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებს, სადაც 10-მდე დასახელების სადეზინფექციო საშუალება გამოიყენება. საპროფილაქტიკო ღონისძიებები ტარდება თბილისის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებში,  როგორც დედაქალაქის მერიის მისაღებში, ასევე ათივე გამგეობის სერვისცენტრში, ასევე სახელოვნებო სკოლებში. აღსანიშნავია ისიც, რომ დედაქალაქის მერიის მთავრობის გადაწყვეტილებით  2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით  ბაგა-ბაღებში არდადაგები არის გამოცხადებული, რათა ყველანაირად დავიზღვიოთ თავი.

თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსხური სრულად არის მობილიზებული, გათვალისწინებულია სპეციალისტთა რეკომენდაციები. მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს, როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე ყველა იმ უწყებასთან, რომელიც ამ საბჭოში შედის. მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, კორონავირუსის საპროფილაქტიკოდ დედაქალაქის მერია ყველა შესაბამის ღონისძიებას ატარებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics