08:42 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-03 12:19:52, 1183 ნახვა

კომენტარი
სომხეთის პრემიერ-მინისტრი - ეჭვგარეშეა, რომ სომხეთისა და საქართველოს პარტნიორობა ჩვენი რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფის გარანტიაა

„ეჭვგარეშეა, რომ სომხეთ-საქართველოს პარტნიორობა არს ჩვენი რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობანი გარანტია“ - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ რეგიონალური საკითხების მოგვარების ერთადერთი გზა მშვიდობიანი მოლაპარაკებებია და ამას ალტერნატივა არ აქვს.

„სიხარულით გავისვით ხაზი, რომ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ გასული წლის ივნისში ერევანში ჩატარდა მთავრობათშორისი სხდომა. ვისაუბრეთ ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და სხვადასხვა სფეროს პერსპექტივაზე. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალის განვითარების მნიშვნელობას. საუბარია არამხოლოდ სახმელეთო მარშრუტებზე, არამედ ელექტროენერგიულ და ტელეკომუნიკაციურ კავშირებზე. მთელი რიგი საკითხები განვიხილეთ, რომლებიც მაღალტექნოლოგიებს, განათლებასა და მეცნიერებას ეხება.

შევეხეთ რეგიონალურ უსაფრთხოებასა და მ შვიდობას. ეჭვგარეშეა, რომ სომხეთ საქართველოს პარტნიორობა არს ჩვენი რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობანი გარანტია. მინდა ღრმა რწმენა გამოვხატო, რომ რეგიონალური საკითხების მოგვარების ერთადერთი გზა მშვიდობიანი მოლაპარაკებებია და ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics