22:22 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-03 12:12:01, 1069 ნახვა

საზოგადოება
შემოსავლების სამსახური საკარანტინო სივრცეში მგზავრთა გადაყვანის პროცესის კოორდინაციასა და მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს

„საკარანტინო სივრცეში მგზავრთა გადაყვანის პროცესის კოორდინაციასა და მონიტორინგს შემოსავლების სამსახური 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს“, - ამის შესახებ საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელების რისკების მინიმალიზაციის, ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დაევალა მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან (ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა, იტალია) ჩამოსული მგზავრების, სპეციალურად მოწყობილ საკარანტინო სივრცეში გადაყვანის პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი.

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ელგუჯა ბერანძის თქმით, საქართველოს მასშტაბით, საკარანტინო სივრცეები, (საველე კარვები) ყველა საერთაშორისო აეროპორტსა და საბაჟო გამშვები პუნქტების მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა.

,,შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირების (ექიმი-ეპიდემიოლოგები) მიერ ინდივიდუალური გასაუბრების შემდეგ საეჭვო სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, მგზავრები მოსაცდელი დარბაზის ნაცვლად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, დროებით საველე კარვებში განთავსდებიან", - განაცხადა ელგუჯა ბერანძემ.

როგორც მან აღნიშნა, მგზავრთა გადაადგილების შესახებ ინფორმაციის დამუშავების პროცესში, შემოსავლების სამსახური 24-საათიან რეჟიმში, კოორდინირებულად მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics