13:36 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-02 15:53:45, 933 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილმა 3 კილო კაიმაღი ჭამა და ცუდად გახდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშუმში სახალხო დღესასწაულ შუამთობაზე  ყოფნისას, ექს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ ერთი ისტორია გაიხსენა. 

ღარიბაშვილის თქმით,   "პუმას" ტიპის ვერტმფრენში 40 მილიონი ევრო სააკაშვილმა იმიტომ გადაიხადა, რომ შუამთობის დღესასწაულზე 3 კილო კაიმაღი ჭამა და ცუდად გახდა. 

"დღეს მითხრეს, რომ ამ დღეებში, შუამთობას, დაახლოებით, 200 კილო ტრადიციულ კერძ კაიმაღს ამზადებენ. სხვათაშორის,  ერთი ისტორია გამახსენდა, აქ მომიყვნენ აჭარლები. როცა 3 წლის წინ სააკაშვილი იყო ჩამოსული, ჭამა 3 კილო კაიმაღი, შემდეგ გაფრინდა ბორჯომში, გახდა ცუდად  და  მოუწიათ შეუახევში დასმა ვერტმფრენის.შემდეგ დაიწყო ჩხუბი, რომ რატომ არ არის ვერტმფრენში ტუალეტი და აქედან წამოვიდა "პუმა" და ამიტომ გადაიხადა 40 მლნ ევრო, რომ კომფორტულად ემგზავრა და კომფორტულად ეჭამა კაიმაღი. ეს ნახევრად ხუმრობით",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics