|
2020-03-02 11:35:21, 1273 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - დღეს მოლაპარაკებების მაგიდაზე დევს ყველა ის ძირითადი პირობა, რომელზეც შეთანხმება ობიექტურად შესაძლებელია
„დღეს მოლაპარაკებების მაგიდაზე დევს ყველა ის ძირითადი პირობა, რომელზეც შეთანხმება ობიექტურად შესაძლებელია“, - ამის შესახებ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდი ოპოზიციის ერთი ნაწილისგან მოლაპარაკებების საკითხზე კონსტრუქციულ დამოკიდებულებას მიესალმება. „ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს და დიპლომატიურ კორპუსს. ამ მომენტისთვის, ხელისუფლების მხრიდან ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულია სამართლიანი შეთავაზებები და გადადგმულია ნაბიჯები. ისევე როგორც ოპოზიციის ერთი ნაწილის მხრიდანაც ჩვენ ვხედავთ კონტრუქციულ დამოკიდებულებას და ამას მივესალმებით. დარქმუნებული ვარ, თუ ოპოზიციას რეალურად სურს დემოკრატიული არჩევნები, სურთ შეთანხმება და არ აქვთ სხვა გეგმა, რომელზეც განმარტებების მიცემა მოუწევთ საზოგადოებითვის, თუ ჩაშლიან ამ მოლაპარაკებას, მაშინ დღეს მოლაპარაკებების მაგიდაზე დევს ყველა ის ძირითადი პირობა, რომელზეც შეთანხმება ობიექტურად შესაძლებელია. ჩვენ აშშ-თან, ევროკავშირთან და ევროსაბჭოსთან ერთად მხარს ვუჭერთ დიალოგის წარმატებით დასრულებას და მზად ვართ ბოლომდე მივიყვანოთ ეს პროცესი. დღეს არსებული შეთავაზებით მომგები პარტიები ნამდვილად მოიგებენ და ის ვინც წააგებს, ნამდვილად, ობიექტურად წააგებს. ეს სისტემა უზრუნველყოფს, რომ ყველა იმდენ მხარდაჭერას მიიღებს, რამდენსაც რეალურად იმსახურებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)