11:01 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-01 15:35:43, 2477 ნახვა

ეკონომიკა
აკაკი საღირაშვილი - ეკონომიკის სამინისტრო ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით რისკის მატარებელ მგზავრებთან დაკავშირებით ავიაკომპანიებისგან მიღებულ ინფორმაციას შესაბამის სამთავრობო უწყებებს ოპერატიულად აწვდის

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აქტიურ რეჟიმში მუშაობს იმ ავიაკომპანიებთან, რომლებიც მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან საქართველოში მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანას უზრუნველყოფენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის აკაკი საღირაშვილის განცხადებით, რისკის მატარებელ მგზავრებთან დაკავშირებით ავიაკომპანიებისგან მიღებულ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ოპერატიულად აწვდის როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარ სამმართველოს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისა და საგანგებო სამსახურის წარმომადგენლებს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს შემდგოში რეაგირების მიზნით. 

„ინფორმაციის შეგროვება და გადაგზავნა ხორციელდება იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში რისკის ზონის ქვეყნებში იმყოფებოდნენ. ეს ინფორმაცია მოგვეწოდება მგზავრის ბორტზე რეგისტრაციის მომენტიდან და აისახება პირდაპირ რეჟიმში ჩვენს მონაცემთა ბაზაში," - განაცხადა აკაკი საღირაშვილმა. მისი თქმით, შემოწმებას ექვემდებარებიან მხოლოდ რისკის მატარებელი მგზავრები, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში შემომსვლელი მგზავრი ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ იმყოფებოდა ოფიციალურად განსაზღვრულ რისკ ჯგუფის ქვეყანაში, მისი მონაცემების სხვა უწყებებისთვის გადაცემა არ ხდება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დღეიდან, უცხოელებს გიდებად, კურიერებად და ტაქსის მძღოლებად მუშაობა სრულიად ეკრძალებათ
დღეიდან საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება
გდდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
მიხეილ სააკაშვილი: პატრიარქის „არჩევნის“ სცენარი ლუბიანკაზე დიდი ხნის წინ დაიწერა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics