2020-02-28 22:16:40, 1782 ნახვა
საზოგადოება
,,აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
"აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი თანამდებობიდან გაათავისუფლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ტელევიზიის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ მიიღო. მისივე გადაწყვეტილებით არხის ჟურნალისტი, მაია მერკვილაძე საინფორმაციო სამსახურს ჩამოაშორეს და რადიოში გადაიყვანეს. ამის შესახებ თანამშრომლებმა დღის ბოლოს გაიგეს და გააპროტესტეს აღნიშნული ფაქტი. მათ პირდაპირ ეთერში განაცხადეს სიმბოლური ფრაზა - "საზოგადოებრივ მაუწყებელში სუსია". როგორც ცნობილია, მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ფირუზ ბოლქვაძე დაინიშნა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,