07:42 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-28 19:17:04, 2625 ნახვა

პოლიტიკა
კელი დეგნანი - კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მითუმეტეს ამ საარჩევნო წელს, რათა ვუზრუნველყოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ოქტომბერში

„კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მითუმეტეს ამ საარჩევნო წელს, რათა უზრუნველვყოთ ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ოქტომბერში“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი საელჩოს „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.

როგორც დეგნანი აღნიშნავს, საქართველოსა და ამერიკას შორის მჭიდრო კავშირის შესანარჩუნებლად ძალისხმევას არ დაიშურებს.

„გამარჯობა, მე კელი დეგნანი ვარ და ჩემთვის დიდი პატივია, ვიმსახურო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩად საქართველოში. მადლობას გიხდით თბილისში ჩამოსვლის დღიდან გულთბილი დახვედრისთვის და ყველა პოზიტიური, გულწრფელი გზავნილისთვის, რომელიც თქვენგან ჩემს დანიშვნასთან დაკავშირებით მივიღე. საქართველო ამერიკის მნიშვნელოვანი პარტნორია და მე არ დავიშურებ ძალისხმევას, შევინარჩუნო არსებული მჭიდრო კავშირი და ვეძიო თანამშრომლების ახალი არეალი ორ ქვეყანს შორის.

თითქმის 30 წელია, რაც ამერიკა ამაყად დგას ქართველი ხალხის გვერდით. ჩვენ საქართველოს დავეხმარეთ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სასამართლო სისტემის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის განვითარებას, რათა ხელი შევუწყოთ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ყველა ქართველისთვის. კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მითუმეტეს ამ საარჩევნო წელს, რათა უზრუნველვყოთ ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ოქტომბერში. მე და ჩემი პარტნიორი, დაგი მოუთმენლად ველით საქართველოს მდიდარი კულტურისა და ისტორიის გაცნობას.

ჩვენ უკვე გვქონდა შესაძლებლობა, გვესეირნა თბილისში და გვენახა რამდენიმე მუზეუმი. უკვე მოვიხიბლეთ საზოგადოებრივი ხელოვნებითა და ძველი არქიტექტურით. დაგი მწერალია და ალბათ, მართებულია, რომ პირველი საჩუქარი, რაც აქ მივიღეთ, არის „ვეფხისტყაოსნის“ უმშვენიერესი გამოცემა. იმედი გვაქვს, რომ ერთხელაც შევძლებთ ამ წიგნის ქართულად წაკითხვას, თუმცა ჯერ ვსწავლობთ თქვენს უნიკალურ ენას. რაც შემეხება მე, მე კალიფორნიიდან ვარ და უკვე 26 წელია დიპლომატიურ სამსახურში ვმსახურობ. ვმუშაობდი პაკისტანში, ბოცვანაში, თურქეთში, ავღანეთში, კოსოვოში, იტალიასა და ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში“, - განაცხადა კელი დეგნანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics