2020-02-28 18:49:05, 1906 ნახვა
საზოგადოება
კორონავირუსის დადასტურების შემდეგ 112-ში მოსახლეობის მიმართვიანობა არ გაზრდილა
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის ოფიციალურად დადასტურების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში მოსახლეობის მიმართვიანობა გაზრდილი არ არის.
შეტყობინებების მიღება ხდება უწყვეტ რეჟიმში და ოპერატიულად გადაეცემა შესაბამის საგანგებო სამსახურებს.
საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს აქვს მზადყოფნა, უზრუნველყოს ოპერატორებისა და დისპეტჩერების დამატებითი ჯგუფების დამატება, რათა მოსახლეობამ შეძლოს შეუფერხებლად შესაბამისი დახმარების მიღება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,