12:26 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-28 14:26:20, 8217 ნახვა

სამხედრო
ჰულუსი აკარი - შურს ვიძიებთ თითოეული დაღუპული ჯარისკაცის გამო

 "თურქი სამხედროებს, რომელებიც იდილიბში ზავის დასადებად და ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან ასაცილებლად იმყოფებოდნენ , თავს დაესხნენ. 33 სამხედრო გარდაიცვალა , 32 კი  დაშავდა  ", - აცხადებს თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი.
 თურქეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, სამხედრო ბაზებზე თავდასხმა გაგრძელდა ანკარას გაფრთხილების მიუხედავად.
 "დარტყმები სასწრაფო დახმარების მანქანებზეც კი ხორციელდებოდა. განსაკუთრებით მინდა ხაზი გვუსვა, რომ საჰაერო თავდასხმის დროს , თურქეთის სამხერდოების ბაზაზე იმ მომენტში არცერთი შეიარაღებული დაჯგუფება არ იმყოფებოდა ", - განაცხადა აკარმა.
 მინისტრის თქმით, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა, საპასუხოდ  მასიური საარტილერიო და საჰაერო  იერიში მიიტანეს იდილიბში არსებულ , ალ-ასადის რეჟიმის 200-ზე მეტ ობიექტზე.
 თურქეთის არმიამ 5 ვერტმფრენი, 23 ტანკი, 23 საბრძოლო იარაღი , სარაკეტო სისტემა SA-17 და სარაკეტო ქვემეხი SA-22 გაანადგურა.309 ბაშარ ასადის რეჟიმის მომხრე იქნა განეიტრალებული - ამბობს თავდაცვის მინისტრი. 
 ანკარამ სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულ ჯარისკაცთა ოჯახებს, დაჭრილებს კი გამოჯანმრთელება უსურვა, იგი დაჰპირდა, რომ შურს იძიებდა თითოეული დაღუპული თურქი სამხედროს გამო. 
 ანკარამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სირიის ჩრდილო-დასავლეთში, იდილიბში ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა გრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics