18:36 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-28 14:19:58, 8091 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირებული ჩრდილოეთ იტალიაში მოგზაურობდა და ის საქართველოს მოქალაქეა.

მისივე ცნობით, პაციენტი საზღვარზე გადმოსვლისას თავს კარგად გრძნობდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინ გაუარესდა და თავად მიმართა სამედიცინო ცენტრს.

ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ დაწყებულია იმ ადამიანების ძებნა, რომლებთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა.

„საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გუშინ ღამით გავიგეთ ამის შესახებ, მაგრამ ჩვენ არ გავაკეთეთ ეს განცხადება, რადგან ჩვენ დღეს კიდევ ორ სხვა კორონავირუსის გენზე გავაკეთეთ კვლევა და ერთი საათის წინ დადასტურდა, რომ დადებითი შემთხვევაა კორონავირუსის. წყაროს წარმოადგენს იტალია. ის საქართველოს მოქალაქეა და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილია. მასზე მიმდინარეობს მონიტორინგი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics