10:10 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-28 12:36:26, 1755 ნახვა

კომენტარი
ზვიად კუპრავა - ეს იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია ივანიშვილისა და გახარიას მონაწილეობით

"დამაბრმავეს, გამთიშეს და ბოთლი გადამატეხეს თავზე, ეს იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია ივანიშვილის და გახარიას მონაწილეობით -  ასე ეხმაურება ინციდენტს "სამართალ დამცავთა რეფორმების ცენტრის ხელმძღვანელი " ზვიად კუპრავა, რომელსაც გუშინ ღამით საკუთარ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ. 
მისი თქმით, ინციდენტი ხელისუფლების წინააღმდეგ მისი აქტიურობის გამო მოხდა, საკუთარ დანაშაულს კი არავინ გამოიძიებს.
"ეგრეთწოდებული წიწაკის სპრეით გამომიყვანეს წყობილებიდან, დამაბრმავეს და გამთიშეს, ბოლოს კი ბოთლი გადამატეხეს თავზე. ეს იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია ორი ადამიანის მონაწილეობით, მათი გვარებია გახარია და ივანიშვილი. ვმოძრაობდი დიღმის მასივიდან გლდანის მიმართულებით, პოლიციელებს დაწვრილებით ჩავაწერინე ეს მარშრუტი, აღნიშნულ მარშუტზე კი  12-13 კამერა გამოვიარე, მათშორის გლდანის მეტროსთან არის ერთ-ერთი კამერა, კამერებში გამოჩნდება, რომ ყველგან ერთიდაიგივე მანქანა მომყვება დიღმის მასივში, გლდანის ხიდებზე , გლდანის მეტროსთან და სახლთანაც.  ამ მანქანის მფლობელის იდენტიფიცირებაა საჭირო ამ ადამიანების დაკითხვაა საჭირო და ასე შეიძლება მარტივად  გასვლა აღნიშნულ საქმეზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ  თავიანთ  თავს არავინ არ დასჯის და თავის საქმე არავინ გამოიძიებს", - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
ტრამპზე თავდასხმის მცდელობა მოხდა
ორბანი პარლამენტში იმიტომ არ მიდის, რომ აშშ-ში გაქცევის გეგმას ამზადებს - გამომძიებელი ჟურნალისტი
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics