17:25 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-28 11:38:46, 935 ნახვა

საზოგადოება
გამყრელიძე კორონავირუსის საფრთხის თავიდან აცილებაზე - ქვეყანაში მზადყოფნის რეჟიმი გაძლიერებულია

 „ქვეყანაში მზადყოფნის რეჟიმი უფრო გაძლიერებულია“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო გლობალური სამყაროს ნაწილია, ამიტომ ქვეყანა კორონავირუსის შესაძლო გავრცელების რისკქვეშაა, თუმცა საქართველოში პრევენციურლი ღონისძიებები გაძლიერებულია, რაც ამცირებს კორონავირუსის გავრცელების შესაძლებლობას.

„45-მდე ავიდა უკვე ქვეყანათა რიცხვი, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა და 3 000-ზე მეტია ისეთი შემთხვევა, რომელიც ჩინეთის გარეთ დაფიქსირდა. ამიტომ საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს, ჩვენ ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი, მაგრამ საფრთხის არსებობა ერთია და მეორეა თუ როგორ ვართ მზად იმისთვის, რომ შესაბამისად ვუპასუხოთ. ქვეყანაში მზადყოფნის რეჟიმი უფრო გაძლიერებულია. არამართო ის რომ ჩვენ ვირუსის საზღვრიდან სემოტანისგან დავიცვათ ქვეყანა, არამედ ქვეყნის შიგნით როდესაც ფიქსირდება ინფექცია ამაზე დაუყოვნებელი პასუხის გაცემაზეც ვმუსაობთ. ანუ თუ ადამიანი საჭიროებს დაცვასა და მკურნალობას, ჩავერთვებით მის მკურნალობაში და შესაბამისი კონტაქტების მოძიება, ამ კონტაქტების იზოლორება, თვითიზოლირება, კარანტინში ყოფნა, მათზე დაკვირვება და ამ მთელი სისტემა ამუშავება მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics