05:26 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-28 05:55:27, 4596 ნახვა

მსოფლიო
თურქეთი მიმართავს ნატოს აამოქმედოს მე-5 მუხლი და მასზე თავდასხმას ალიანსზე თავდასხმად მიიჩნევს

თურქეთის ხელისუფლება "ნატოს" ოფიციალურად მიმართავს, აამოქმედოს ალიანსის მე-5  მუხლი, რის მიხედვითაც ნატოს ერთ წევრზე თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას ნატოს წევრ ყველა ქვეყანაზე. - ამის შესახებ თურქეთის მმართველი პარტიის "სამართლიანობა და განვითარების" პრეს-სპიკერმა ომერ ჩელიკმა განაცხადა.
მმართველი პარტიის ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკამ უკვე დაიწყო კონსულტაციები ნატოსთან. 

"ჩვენ ამ თავდასხმას განვიხილავთ, როგორც თავდასხმას მთელს ცივილიზებულ მსოფლიოზე და ნატოს წევრ ქვეყნებზე. ჩვენ ველოდებით ტოტალურ რეაქციას" - განუცხადა ომერ ჩელიკმა  CNN Turk.-ს

ასადის რეჟიმის სამხედრო ძალებმა, იდლიბის პროვინციაში განლაგებული თურქული სამხედრო კოლონა დაბომბა. BBC-ს ცნობით დაიღუპა სულ მცირე 33 თურქი სამხედრო მოსამსახურე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics