05:26 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-28 05:44:56, 3062 ნახვა

მსოფლიო
ასადის რეჟიმმა რუსების მხარდაჭერით თურქული სამხედრო კოლონა დაბომბა დაღუპულია 33 სამხედრო

ასადის რეჟიმის სამხედრო ძალებმა, იდლიბის პროვინციაში განლაგებული თურქული სამხედრო კოლონა დაბომბა. BBC-ს ცნობით დაიღუპა სულ მცირე 33 თურქი სამხედრო მოსამსახურე.

Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმა სირიის ხელისუფლებამ ან მისმა მოკავშირე რუსულმა მხარემ განახორციელა. გარდა ამისა, სააგენტოს ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მომხდარის გამო, უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. 

თავდასხმის შედეგად 35 ჯარისკაცი დაიჭრა. თურქეთის პროვინციის, ჰატაის მმართველმა რაჰმი დოგანმა განაცხადა, დაჭრილები თურქეთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

როგორც ცნობილია, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს მომხდარის გამო ესაუბრა. დეტალები საუბრის შესახებ მედიისთვის ცნობილი არ გამხდარა.

რაც შეეხება სირიის მთავრობას, მას ამ დროისთვის კომენტარი არ გაუკეთებია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics