|
2020-02-27 18:50:35, 1462 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია ოპოზიციასთან დიალოგზე - ყველანაირი პოლიტიკური შეთანხმება ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ კონსენსუსს
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორები იდეალურად ხედავენ ვის რა ფუნქცია აქვს, ვინ რას აკეთებს, ვინ უფრო მოტივირებულია, მსგავსი კონსენსუსისა და შედეგის მიღწევისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, საერთაშორისო მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები შესაბამის შეფასებებს გააკეთებენ. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ მთავრობას არანაირი პრობლემა კომუნიკაციის არ აქვს არავისთან, არც საერთაშორისო პარტნიორებთან, არც ოპოზიციასთან, ოპონენტებთან და მთავრობა ყოველთვის ღია იყო და არის. „თქვენ ბრძანეთ სანქციების გამკაცრება, თქვენ იცით, რომ ჩვენ რაიმე სანქციები გვაქვს? არ არსებობს სანქციები. მოდით ასე მოვიქცეთ, ყველანაირი პოლიტიკური შეთანხმება შეიძლება ეყრდნობოდეს მხოლოდ და მხოლოდ კონსენსუსს. კონსენსუსი არის შედეგი ყველა მხარის მიერ პატარა-პატარა რაღაცეების დათმობის. ეს პროცესია. დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ეყოფა პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ქვეყანა არ დააყენონ რისკის ქვეშ. განსაკუთრებით ასეთ მნიშვნელოვან საარჩევნო წელიწადს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)