|
2020-02-27 16:19:30, 1531 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი საქართველოში კორონავირუსზე - მესმის იმ ხალხის, ვინც პროდუქტებს იმარაგებს, ხალხი სისტემას არ ენდობა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების შემთხვევას „ფეისბუქზე“ ეხმაურება. როგორც ექსპრეზიდენტი ამბობს, საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების გამო უნდა დაიკეტოს სკოლები, უნივერსიტეტები და გაუქმდეს დიდი საჯარო ღონისძიებები. მისი თქმით, კორონავირუსი არა მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობას, არამედ ქვეყნის ეკონომიკასაც ემუქრება. „მშვენივრად მესმის იმ ხალხის, ვინც ახლა ძალიან შეშფოთებულია, მათ შორის მათი, ვინც პროდუქტებს იმარაგებს, იმიტომ, რომ ხალხი სისტემას არ ენდობა. ხალხი არ ენდობა იმას, რომ ისინი დაცული არიან. სულ სხვა რეაქცია ჰქონდა ხალხს, მაგალითად, 2008 წელს. ომის ცხელი ფაზის დროსაც კი, მიახლოებითაც არ ხდებოდა ასეთი რამ, რადგან მაშინ ნდობა იყო და ახლა არ არის. ნდობა რომ არ არის, ამას თავისი მიზეზები აქვს. მიზეზი არის ის, რომ საქართველოს ვაი ხელისუფლებამ საზღვრის დახურვა მინიმუმ ერთი კვირით დაიგვიანა. როდესაც გაჩნდა ვირუსის შემთხვევები პრაქტიკულად ჩვენს მეზობელ ირანში, რომელთანაც აქტიური მიმოსვლა გვაქვს, საზღვარი მხოლოდ მას შემდეგ დახურეს, რაც არაერთი საერთაშორისო რეკომენდაცია მოვიდა. ეს უკვე დაგვიანებული იყო. უნდა ჩაეკეტათ საზღვრები იმ ქვეყნებთან, რომლის მეშვეობითაც შემოდიოდა ხალხი ირანიდან. ახლა უკვე მისაღებია შემდგომი ზომები. ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა დაიკეტოს სკოლები, უნივერსიტეტები, უნდა გაუქმდეს დიდი საჯარო ღონისძიებები, იმიტომ, რომ ეს ვირუსი არა მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობას ემუქრება, არამედ ძალიან ემუქრება ეკონომიკას. პრაქტიკულად, ძალიან დიდი ფინანსური პრობლემები შეექმნებათ ჩვეულებრივ მოქალაქეებს და ქვეყნის ბიუჯეტს. რაც უფრო მეტი ზომა იქნება მიღებული, მით უფრო ნაკლებ ზიანს მივიღებთ ყველაფერ ამისგან და კიდევ ერთი, ლუგარის ლაბორატორია რომ არის, ეს არის მართლაც სასწაული, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს მსოფლოში ერთ-ერთი საუკეთესო ლაბორატორია. ივანიშვილის ხელისუფლება დღემდე მასამართლებს მათ შორის იმისთვის, რომ ჩემი მეგობარი რიჩარდ ლუგარი საქართველოში მივიღეთ და გავუმასპინძლდით. აი, ასე გადააყოლა ამ კაცმა თავის პირად ბოღმას ქვეყნის ინტერესები. ამიტომ, როცა ხალხი მას არ ენდობა, გასაგებია, მაგრამ ახლა მაინც უნდა ვაიძულოთ ისინი ხალხისთვის მნიშვნელოვანი ზომები მიიღონ“,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)