|
2015-08-01 14:31:19, 342 ნახვა
პოლიტიკა
კახიშვილი: 24 საათის განმავლობაში ვიმუშავებთ, რომ შევინარჩუნოთ წესრიგი და თითოეული ადამიანის უფლებები უზრუნველვყოთ
24 საათის განმავლობაში ვიმუშავებთ, რომ შევინარჩუნოთ წესრიგი და თითოეული ადამიანის უფლების რეალიზება უზრუნველვყოთ, - ამის შესახებ კახა კახიშვილმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პოსტზე წარდგენის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა. კახიშვილმა პრემიერს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს იმ გუნდს, რომელმაც ასეთი ნდობა გამომიცხადა. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ეს არის ძალიან დიდი ავანსად გაცემული ნდობა ჩემს მიმართ, მაგრამ ამავდროულად მე, საზოგადოების წინაშე ვაცხადებ, რომ 24 საათის განმავლობაში ვიმუშავებთ მხოლოდ იმისთვის, რომ ერთის მხრივ შევინარჩუნოთ ამ ძალიან რთულ სისტემაში წესრიგი, მაგრამ უზრუნველვყოთ თითოეული ადამიანის უფლების რეალიზება ამ დაწესებულებებში. მე მინდა ასევე დიდი მადლობა გადავუხადო გოგა მღებრიშვილს, რომელმაც ჩაიბარა ძალიან მნიშვნელოვანი პოსტი ქვეყნისთვის და მინდა მას წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა კახა კახიშვილმა. ცნობისთვის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შს მინისტრის თანამდებობაზე გიორგი მღებრიშვილი, ხოლო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თანამდებობაზე კახა კახიშვილი წარადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)