|
2020-02-27 14:03:30, 1661 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ოპოზიციისთვის 110/40-ზე საარჩევნო სისტემის შეთავაზებას უარყოფს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე მმართველი გუნდის მხრიდან ოპოზიციისთვის 110/40-ზე საარჩევნო სისტემის შეთავაზებას უარყოფს. ამის შესახებ კობახიძემ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე, მმართველი გუნდის მხრიდან წინადადადება 110/40-ზე არ დასმულა. „დღეს გვქონდა დიპლომატების მიერ ორგანიზებული საუზმე და მათ ამისთვის რა თქმა უნდა, მადლობა უნდა გადავუხადოთ. ბუნებრივია, განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურ პროცესებთან და განვიხილეთ ყველა აქტუალური საკითხი. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დაისვა კითხვები. ბუნებრივია, ამაზეც იყო დისკუსია. რაც შეეხება კონკრეტულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჩვენ თითქოს შევთავაზეთ ოპოზიციას 110/40-ზე, ეს ინფორმაცია არის არასწორი. დღევანდელი შეხვედრის მიზანი არ იყო მოლაპარაკების გამართვა საარჩევნო სისტემის საკითხთან დაკავშირებით. სხვადასხვა საკითხს განვიხილავდით, მათ შორის საარჩევნო სისტემის თემას და ბუნებრივია, რადგან ეს არ იყო მოლაპარაკების ფორმატი, ასე არ ხდებოდა, რომ ჩვენ რაღაცას ვთავაზობდით და ოპოზიცია გვპასუხობდა ან პირიქით. სხვადასხვა საკითხზე, პრინციპზე იყო საუბარი, როგორც პროპორციებზე პროპროციულ და მაჟორიტარულ სისტემებს შორის, ისე საუბარი იყო მაგალითაც 40 % -ზე: როგორც იცით, ოპოზიცია აცხადებს, რომ თუ პარტია იღებს 40 %-ზე ნაკლებს, მას არ უნდა ჰქონდეს უმრავლესობის მიღების საშუალება. ასეთ თემებზე იყო საუბარი, მაგრამ ეს არ იყო მოლაპარაკება. გავიმეორებ, როგორც ასეთი წინადადება 110/40-ზე არ დამდგარა ჩვენი მხრიდან. ეს იყო დისკუსია სხვადასხვა ასპექტთან მიმართებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას ახალი ინიციატივა - 110/40-ზე სისტემა შესთავაზა. აღნიშნულის შესახებ გიორგი ვაშაძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის რეზიდენციასთან განაცხადა, სადაც ოპოზიციის, უმრავლესობის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)