|
2020-02-27 13:04:40, 1635 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - ხელისუფლებამ დღეს ოპოზიციას ახალი პროპორცია - 110/40-ზე შესთავაზა
„ხელისუფლებამ ახალი პროპორცია - 110/40-ზე შემოგვთავაზა, ჩვენ ამას ვერ დავთანხმდებით“, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის რეზიდენციასთან განაცხადა, სადაც ამ წუთებში, ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლები დიპლომატიურ კორპუსთან ერთად ერთმანეთს ხვდებიან. ვაშაძის თქმით, მმართველი გუნდის ციფრების განლაგებასთან დაკავშირებით ოპოზიციას ერთიანი პოზიცია აქვს და მათ შემოთავაზებას არავინ არ ეთანხმება . „ხელისუფლებამ ახალი პროპორცია თქვა - 110/40-ზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი მხრიდან შეთანხმება მხოლოდ ორი კომპონენტის შემთხვევაში იქნება - პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე უარის თქმა და რაც მთავარია, პროპორციული მისწრაფების მაქსიმალურად გათვალისწინება. ეს არის ის, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერა ვისაც აქვს, მას არ შეეძლოს დამოუკიდებლად უმრავლესობის ფორმირება. 110/40-ზე პირდაპირ ვთქვათ, რომ ამ ტესტს არ გადის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამას ვერ დავეთანხმებით. თუმცა, საუბრობენ რაღაც დამატებით კომპონენტებზე, რაზეც მსჯელობა მიდის ახლა. ვნახოთ, დაველოდოთ კიდევ რას იტყვიან. 110/40-ზე, ამ ციფრების განლაგებას არავინ ეთანხმება,მე ეს შემიძლია ცალსახად ვთქვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციას ერთიანი პოზიცია აქვს საუბრის დროს", - განაცხადა ვაშაძემ. ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და გერმანიის ელჩები ესწრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)