|
2020-02-26 15:50:50, 887 ნახვა
საზოგადოება
მეტროსადგურ „ახმეტელთან“ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის ჰიდროიზოლაციის სამუშაოები მიმდინარეობს
ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, ვეკუას ქუჩაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის ჰიდროიზოლაციის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი გლდანის რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო. ირაკლი ბენდელიანის თქმით, მიწისქვეშა გადასასვლელის ჰიდროიზოლაციის პროექტის განხორციელებით, გადასასვლელის ქვეშ განთავსებულ კომერციულ ფართებს წვიმის შედეგად დატბორვის პრობლემა მოუგვარდება. „წლების განმავლობაში აქ იყო ძალიან დიდი პრობლემა, რადგან მიწის ქვეშ განთავსებულ სავაჭრო ფართებში ყოველი წვიმის შემდეგ ჩადიოდა წყალი. ეს პრობლემა უკვე მოიხსნა, რადგან გაკეთდა შესაბამისი ჰიდროიზოლაცია, მოეწყო ახალი გადახურვის ფილები. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მიწის საექსკავაციო სამუშაოების დროს, დაახლოებით, 8 მეტრის სიღრმეზე აღმოჩნდა ძველი კომუნიკაცია, რომელიც პროექტით არ იყო გათვალისწინებული და ვერც იქნებოდა სიღრმიდან გამომდინარე. ამან გამოიწვია სამუშაოების ორი კვირით გაჭიანურება. ამჟამად ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე სამუშაოები, დაახლოებით ორ-სამ კვირაში დასრულდება და მოძრაობა გაიხსნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, ჰიდროიზოლაცია მოეწყო გადასასვლელის კედლებზე და გადახურვის ფილაზე. მომდევნო ეტაპზე მოეწყობა დამცავი რკინა-ბეტონის შემასწორებელი ფენა, რის შემდეგაც დაიგება ასფალტის საფარი. მიწისქვეშა გადასასვლელის საექსპლუატაციო ვადის გახანგრძლივებისთვის არსებული კომუნიკაციები გადატანილია სხვა ლოკაციაზე, რათა დაზიანების შემთხვევაში საფრთხე არ შეექმნას გადასასვლელის მდგრადობას. ადგილზე მერის მოადგილესთან ერთად იმყოფებოდნენ შპს „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ბაბუხადია, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები გულია გოცირიძე და ოთარ გრიგოლია.
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)