|
2020-02-26 15:46:22, 1518 ნახვა
კომენტარი
თურნავა კორონავირუსზე - გაზაფხულთან ერთად ეს გამოწვევაც გადაივლის
„გაზაფხულთან ერთად ეს გამოწვევაც გადაივლის“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კორონავირუსთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, სამინისტრო მზადაა ვირუსის თავიდან ასაცილებლად ისეთი არაპოპულარული ზომები მიიღოს, რომელიც ნეგატიურ გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე. „კორონავირუსი არის გლობალური გამოწვევა. ამას ჩვენ ყველანი ძალიან სერიოზულად ვეგებებით. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მომზადებული ხვდება ამ გამოწვევას. ყველა აუცილებელი ზომა არის მიღებული, იქნება ეს ტემპერატურული კონტროლი აეროპორტებში თუ დავუშვათ არსებული ინფრატრუქტურის გამოყენება კარანტინებისთვის და ა.შ. არის საგანგებო შტაბი, რომელსაც ხელმძღვანელობს ჯანდაცვის მინისტრი და იქ ჩვენი წარმომადგენლები პერიოდულად იკრიბებიან. ჩვენთვის არის უპირატესი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა. მყისიერად ვართ მზად, რომ მივიღოთ თუნდაც ისეთი არაპოპულარული ზომები, რაც გარკვეულ ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე, როგორიცაა პირდაპირი მიმოსვლის შეჩერება. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დროებითი ხასიათის არის და ძალიან მალე ეს გამოწვევა გადაივლის. კაცობრიობა არის კონსოლიდირებული და ებრძვის კორონავირუსს, ეს მაძლევს მე ოპტიმისმის საშუალებას, რომ დიდხანს არ გაგრძელდება ეს შეზღუდვები. თუმცა, ჩვენ ვერ გავექცევით, გარკვეულ ნეგატიურ ზეგავლენას, იგივე ირანთან და ჩინეთთან პირდაპირი ფრენების შეჩერებით, სადაც დავითვალეთ თვეში დაახლოებით, 30 მილიონი ლარია ზიანი. ეს ეხება მხოლოდ ამ ორ მიმართულებას. ზოგადადაც, სხვა ქვეყნებიდანაც შეიკავებენ ადამიანები თავს მოგზაურობისგან და ამას ექნება თავისი ნეგატიური ზეგავლენა. ნება მიბოძეთ გამოვთქვა იმედი, რომ ეს ფაქტორი დიდხანს არ გაგრძელდება. ამ ვირუსს აქვს თავისი თვისებები და დათბობასთან ერთად, გაზაფხულთან ერთად ეს გამოწვევაც გადაივლის. 2-3 თვის ზარალს, იმედი მაქვს შემდეგ თვეებში შევავსებთ იმიტომ, რომ ძალიან დივერსიფიცირებულია ჩვენი ტურიზმის გეოგრაფია. ხშირად დავიბანოთ ხელი და არაფერი მოხდება, ამას მარტივად გადავიტანთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)