|
2020-02-26 13:30:47, 1417 ნახვა
კომენტარი
HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი - პრემიერი სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებაში ალბათ გადამფრენ ჩიტებს გულისხმობდა
„პრემიერი სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებაში ალბათ გადამფრენ ჩიტებს გულისხმობდა“, - ასე პასუხობს HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ვასო ურუშაძე პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომელმაც დღეს ეკონომიკურ კონფერენციაზე - „საქართველო და მსოფლიო 2020" განაცხადა, რომ „დღეს საქართველო სატრანზიტო მდგომარეობაში მყოფი ქვეყანაა, რომლის ძირითადი მისწრაფება პოლიტიკური თვალსაზრისით არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ეკონომიკური თვალსაზრისით - ღია, კონკურენტული ბაზარი“. ურუსაძის თქმით, ბოლო 7 წლის განმავლობაში ყველა მიმართულებით კატასტროფული სტაგნაცია გვაქვს. რაც შეგვიძლია მარტივად კონკრეტული ციფრებით და სტატისტიკური მაჩვენებლებით დავადასტუროთ. „ბოლო ოთხ წელიწადში ტრანსპორტის სფეროში პირდაპირი უცხოური ინევცტიციები, 35 % დან 16%-მდე შემცირდა, რაც სატრანსპორტო დარგის შემდგომი განვითარების დამუხრუჭების წინაპირობაა. ქვეყანას რომელსაც გააჩნია, სატრანსპორტი სექტორის განვითარების პრიორიტეტი დღემდე არ აქვს ტრანსპორტის სფეროს განვითარების სტრატეგია, რომელზეც დაიხარჯა 750 000 ათ დოლარი და ეკონომიკის სამინისტროს თაროზეა შემოდებული. მსოფლიო ბანკის ლოგისტიკის ინდექსის მიხედვით, საქართველოს მდგომარეობა მნიშვნელოვნადაა გაუარესებული, 42 საფეხურით და დღეს 119-ე ადგილზეა, ჩამორჩება რეგიონის ყველა ქვეყანას - მათ შორის, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, მეზობელ სომხეთს; მსოფლიო ბანკის Duing Business ის მიხედვით, მიუხედავათ იმისა რომ ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო მე 6 ადგილზეა, ამავე რეიტინგებში სატრანსპორტო სფერო 43-ე პოზიციას იკავებს. მსოფლიო ბანკის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა დღეს მსოფლიოში 76 - ე ადგილზეა, ბოლო წლიბში 22 საფეხურით გაუარესდა მდგომარეობა რაც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების სტაგნაციაზე მიუთითებს. ლოგისტიკურ სექტორში სახელმწიფომ ვერ განახორციელა თბილისსა და ქუთაისში, 152 მილონი დოლარის, დაგეგმილი ლოგისტიკური პროექტები. ლოგისტიკის სექტორში სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო, ქვეყნის 2PL დან 3PL ტიპის კომპლექსურ ლოგისტიკურ, დამატებითი სერვისებით მოსარგებლე ინტეგრირებულ ჰაბად ჩამოყალიბება, ამ ფონზე მეზობელ ქვეყნებში ექსპლუატაციაში შევიდა ახალი ლოგისტიკური ტერმინალები; საქართველო ჯეროვნად ვერ იყენებს მასზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის შესაძლებლობებს, მაგალითისათვის მხოლოდ ყაზახეთის მაგალითი, 2018 წელს ყაზახური ტვირთნაკადის 136 მლნ ტონიდან, მხოლოდ 1% იქნა გატარებული საქართველოს დერეფნის გავლით. ბოლო წლებში საქართველოს რკინიგზის შემოსავლების წილი მთლიან შიდა პროდუქტში 50 % ითაა შემცირებილი, რაც საინვესტიციო მიმზიდველობის დაქვეითებაზე მიუთითებს. ბოლო წლებში 65% იაა შემცირებული საქართველოს რკინიგზით სატრანზიტო გადაზიდვები, რაც სატრანზიტო ფუნქციის ამბიციის მქონე ქვეყნისათვის სავალალოა; ყულევის ნავსადგური რომლის გამტარუნარიანობა 10 მლნ ტონას წარმოდაგენს მხოლოდ 16% ათაა დატვირთული. საავტომობილო გზებში დაბალია აღმოსავლეთ - დასავლეთ მაგისტრალის მშენებლობის ტემპები, 14 წელიწადში 390 კმ მაგისტრალის მხოლოდ 208 კმ ია დაგებული, ექსპლუატაციაში მხოლოდ გზის 53% ია გაშვებული (საშულოდ წელიწადში 15 კმ). საავიაციო ტრანსპორტში არაჯანსაღი კონკურენტული გარემოა რაც აფერხებს ეროვნული ავიაკომპანიების განვითარებას და უამრავი სხვა“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)