|
2020-02-26 13:15:53, 1434 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი რუსეთის დელეგაციის ვიზიტზე - ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის სხვაგან გადატანა საჭირო არაა, თუ ამის აუცილებლობა არ შეიქმნება
„ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის სხვაგან გადატანა არ არის საჭირო თუ ამის აუცილებლობა არ შეიქმნება“, - ასე ეხმაურება ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, რუსეთის დელეგაციის ევროსაბჭოს მინისტერიალის ფარგელბში ვიზიტს. მისი თქმით, მათი მთავარი პასუხისმგებლობაა, რომ „კანონების წინაშე იყვნენ პირნათელნი“. "ქართული კანონები არ უნდა დაირღვეს, ეს უპირველესყოვლისა, მაგრამ ამის ალტერნატივა , გადაიტანონ თბილისიდან სხავაგან, რა საკვირველია არ არის საჭირო, თუკი ამის აუცილებლობა არ შეიქმნა. აქედან გამომდინარე ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა არის ის, რომ ჩვენი კანონების წინაშე ვიყოთ პირნათელი", - განაცხადა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ საქართველომ, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებს უნდა უმასპინძლოს. მოგეხსენებათ, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენს, რომელსაც თავის მხრივ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული. აქედან გამომდინარე, მის თბილისში ვიზიტს ქართული საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს, რის გამოც დღეს გადაწყდება რუსეთის დელეგაცია ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის ფარგლებში, საქართველოში ჩამოვა თუ სტრასბურგში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)