|
2020-02-26 00:08:54, 2043 ნახვა
პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე აშშ-ს საელჩოში შეხვედრაზე - არავითარი შეთანხმება არ ყოფილა
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილესთან, ელიზაბეთ რუდთან ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს სადილზე ვერანაირი შეთანხმება ვერ შედგა. - ამის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, აშშ-ს ელჩის მოადგილემ ის ადამიანები შეკრიბა, ვისთანაც მუდმივად აქვს კონტაქტი, მათ შორის, ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგის გამო. „საუბარი ეხებოდა პოლიტიკურ თემებს. არავითარი შეთავაზებები არ გაკეთებულა და არ მიგვიღია. არავითარი შეთანხმება არ ყოფილა. კონკრეტული საკითხები არ წამოჭრილა, ვინაიდან შეხვედრის დასაწყისშივე ყველამ დააფიქსირა, რომ იგივე პოზიციებზე რჩება. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი არ გაიმართება, ვინაიდან ჯერჯერობით თემა არაა სალაპარაკო“, - განაცხადა ვაშაძემ. ხელისუფლების წარმომადგენლებიდან შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, ასევე დემოუკიდებელი დეპუტატები გია ჟორჟოლიანი, მარიამ ჯაში და თამარ ჩუგოშვილი, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, და „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)