|
2020-02-26 00:03:59, 1979 ნახვა
პოლიტიკა
ელიზაბეთ რუდმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს სადილზე უმასპინძლა
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ელიზაბეთ რუდმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს სადილზე უმასპინძლა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში. შენობის დატოვების შემდეგ ოპოზიციონერებმა თქვეს, რომ შეხვედრის ორგანიზატორი აშშ-ს ელჩის მოადგილე იყო. ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს იყო "მეგობრული სადილი". დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის თქმით კი შეხვედრაზე ზოგადი საკითხები განიხილეს: "ეს იყო დიპლომატების მხრიდან გამართული მეგობრული ვახშამი, ყოველგვარი შეთანხმებების გარეშე". ხელისუფლების წარმომადგენლებიდან შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, ასევე დემოუკიდებელი დეპუტატები გია ჟორჟოლიანი, მარიამ ჯაში და თამარ ჩუგოშვილი, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, და „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)