|
2020-02-25 23:38:00, 1922 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზალკალიანმა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული რთული გარემო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან განიხილა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ქ.ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან, ავტრიის მუდმივ წარმომადგენელთან ელიზაბეტ ტიჩი-ფილსბერგთან. შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ადამიანის უფლებათა საბჭოსთან საქართველოს თანამშრომლობას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ურთულესი გარემოს განხილვას, აღინიშნა შექმნილ ვითარებაზე საერთაშორისო თანამეგობრობის, განსაკუთრებით კი ადამიანის უფლებათა საბჭოს რეაგირების და ჩართულობის მნიშვნელობა. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების არსებობის აუცილებლობას. მინისტრმა საბჭოს პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო განვითარებების შესახებ, უარყოფითი შეფასება მიეცა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა ქმედებებს, რომლითაც უხეშად ირღვევა ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის სიცოცხლის უფლება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)