12:34 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-25 17:12:46, 1833 ნახვა

ეკონომიკა
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2020 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით 3.01 მლნ ლარით შემცირდა

„კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2020 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით 3.01 მლნ ლარით  შემცირდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

მათი ცნობით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 10.45 მლნ ლარით (0.07%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 13.46 მლნ ლარით (0.08%-ით) შემცირდა.

„კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2020 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით 3.01 მლნ ლარით (0.01%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.16%-ით შემცირდა და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 31.92 მლრდ ლარი შეადგინა.  ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 10.45 მლნ ლარით (0.07%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 13.46 მლნ ლარით (0.08%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.34%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2020 წლის იანვრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.54 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.83%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 10.69 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.22%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.03%-ით ნაკლები).

2020 წლის იანვრის განმავლობაში 0.33%-ით, ანუ 51.97 მლნ ლარით  გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 15.89 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.66 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის პირველი იანვრის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა 0.04 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.10 პროცენტული პუნქტით)“, - განაცხადა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
სუს-ში მდინარაძის ყოფილი მოადგილე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უხელმძღვანელებს
10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics