2020-02-25 16:33:35, 1587 ნახვა
საზოგადოება
სამტრედიის შესასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა
სამტრედიის შესასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ტრაილერი და მინივენი შეეჯახნენ. მინივენში მსხდომი ყველა მგზავრი დაიღუპა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და საპატრულო პოლიცია.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,