11:37 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-25 13:11:16, 1657 ნახვა

კომენტარი
მიხეილ კალანდიას მამა - ყველაფერი პოლიტიკაა, კალანდიების ოჯახს შეგვახოცეს ხელი

„ყველაფერი არის პოლიტიკა“, - ასე აფასებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი, დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულის, მიხეილ კალანდიას მამა, თენგიზ კალანდია მისი შვილის მიმართ ცოტა ხნის წინ გამოტანილ განაჩენს.

მისი განცხადებით, გამოძიება ვერ წაიყვანეს ისე, რომ ჭეშმარიტება დაედგინათ, რის გამოც კალანდიების ოჯახს „შეახოცეს“ ხელი.

„ჯოჯოხეთში რომ მომიწიოს ჩასვლა, ჩავალ და სხვებსაც წავიყოლებ, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩემი შვილის დაპატიმრებაში. რა თქმა უნდა, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ეს იყო სერგი კაპანაძის, „ევროპული საქართველოს“ და მათ შორის, „ოცნების“ ინტერესი. „ოცნებამ“ თავიანთი გაფუჭებული საქმეები ვერ გამოასწორა და ჩემ შვილს შეტენა ყველაფერი. მეტი აქ არაფერი ინტერესი არ იყო. ჩემი შვილის პატიმრობა პროკურატურის ინტერესიც იყო, სასამართლოს ინტერესიც იყო, შინაგან საქმეთა სამინისტროსიც და „ოცნების“ ინტერესიც იყო. ყველაფერი ჩემ შვილს შეტენეს. გამოძიება ვერ წაიყვანეს ისე, რომ ჭეშმარიტება დაედგინათ და ყველაზე დაბალი ღობე მე მნახეს, ექვს შვილიანი ოჯახი, რომელსაც არც ფული გვაქ და არც ნაცნობობა. ჩვენ გაგვწირეს, ყველაზე ადვილად ჩვენზე შესახოცი იყო ხელი. თვითონ ყველა კარგადაა. ამ საქმეში სუბელიანის ინტერესი არაფერი არ იყო. აქ იყო „ევროპული საქართველოს“ ინტერესი, რომ დაედგინათ თითქოს სუბელიანს ჰქონდა კადრები, მეტი არაფერი ინტერესი არ იყო სუბელიანის. ყველამ აიღო ფული და ყველამ რაღაც სარგებელი ნახა ამ საქმიდან, რომ მიხეილ კალანდია დაჭერილიყო. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ ზაზა სარალიძესაც. ყველაფერი არის პოლიტიკა“, - განაცხადა თენგიზ კალანდიამ.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით სარალიძის მკვლელობაშ ბრალდებული მიხეილ კალანდია დამნაშავედ სცნეს. მას თავისუფლების აღკვეთა 15 წლით შეუფარდეს, ხოლო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეეფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics