08:13 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-25 12:45:40, 7286 ნახვა

სამართალი
მიხეილ კალანდიას 11 წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი მიხეილ კალანდია საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო.

კალანდიას 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საქალაქო სასამართლოში კალანდიას საქმეზე განაჩენი მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა გამოაცხადა.

პროცესს ესწრებოდა მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე.

დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში მონაწილე, მიხეილ კალანდიას საქმეზე საქალაქო სასამართლომ 21 თებერვალს ფინალური მოსმენა გამართა, სადაც მხარეებმა საბოლოო სიტყვა წარადგინეს.

შეგახენებთ, რომ 2019 წლის 4 ივნისს, მიხეილ კალანდია ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენის ბრალდებით, დააკავეს. ხოლო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეუფარდეს.

დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით სასჯელს გიორგი ჯანაშია იხდის, რომელიც საპროცესო გარიგების საფუძველზე სასჯელაღსრულებით დაწესებულებას 2 წელში დატოვებს.

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics