|
2020-02-25 12:10:17, 1318 ნახვა
პოლიტიკა
სესიაშვილი - ჩვენი ქვეყანა მიაღწევს სანუკვარ თავისუფლებას, დეოკუპაციას და ამას ვერც წითელი და ვერც სამფერადი რუსეთი ვერ აღუდგება წინ
„ჩვენი ქვეყანა მიაღწევს სანუკვარ თავისუფლებას, დეოკუპაციას და ამას ვერც წითელი და ვერც სამფერადი რუსეთი ვერ აღუდგება წინ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა კოჟორში, იუნკერთა მემორიალთან ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის ძალა გმირი იუნკერების სულში მდგომარეობს. „ჩვენი ქვეყნის ძალა მდგომარეობს ჩვენი ქვეყნის სიყვარულში, ამ გმირი იუნკერების სულში არის ჩვენი ძალა. ძალა, რომელიც ყოველთვის იბრძოლებს თავისუფლებისთვის დამოუკიდებლობისთვის და იმ დიდი ისტორიისთვის, რომელიც ამ ქვეყანას აქვს. ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს მივაგებთ ჩვენ გმირებს, მათ სიმამაცესა და თავგანწირვას. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა მიაღწევს სანუკვარ თავისუფლებას, დეოკუპაციას და ამას ვერანაირი, ვერც წითელი და ვერც სამფერადი რუსეთი ვერ აღუდგება წინ. ვინაიდან, 21-ე საუკუნეა, ჩვენს მხარეზეა საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო საზოგადოება. პირველ რიგში ჩვენ გვაძლიერებს ჩვენი ქართველი ხალხის, სამშობლოს სიყვარული და ბრძოლა ყოველთვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის“, - განაცხადა სესიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)