|
2020-02-24 15:48:29, 2438 ნახვა
ეკონომიკა
2019 წლის IV კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან საზღვარგარეთ 890.5 ათასი გასვლა დაფიქსირდა
2019 წლის IV კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან საზღვარგარეთ 890.5 ათასი გასვლა დაფიქსირდა“, - ამის შესახებ საქსტატმა განაცხადა. მათი თქმით, 2019 წლის IV კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეულმა ხარჯებმა 505.4 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო ვიზიტზე საშუალო ხარჯი კი 804.0 ლარს გაუტოლდა. „2019 წლის IV კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 890.5 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რომლის უდიდესი ნაწილი, 45.3 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების 54.7 პროცენტი წარმოადგენდა ტურისტულ ვიზიტს. ვიზიტების უმრავლესობა, 45.9 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 41.9 პროცენტს შეადგენდა. 2019 წლის IV კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 35.6 პროცენტი, განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და აზერბაიჯანში, შესაბამისად, 263.2 ათასი და 111.7 ათასი ვიზიტი. 2019 წლის IV კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 3.8 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 95.5 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. 2019 წლის IV კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეულმა ხარჯებმა 505.4 მილიონი ლარი შეადგინა, ვიზიტზე საშუალო ხარჯი კი 804.0 ლარს გაუტოლდა“, - განაცხადეს საქსტატში.
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
სუს-ში მდინარაძის ყოფილი მოადგილე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უხელმძღვანელებს
10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)