|
2020-02-24 15:05:45, 2289 ნახვა
პოლიტიკა
მაჭავარიანი - ნახეთ, რომელიმე მოწვევის პარლამენტში ამდენჯერ თუ იყო მინისტრი საქართველოს ისტორიაში? ყველაზე მეტჯერ ვარ მისული
„2019 წელი აიღეთ და ნახეთ, ამ კი არა, რომელიმე მოწვევის პარლამენტში ამდენჯერ თუ იყო მინისტრი საქართველოს ისტორიაში? ყველაზე მეტჯერ ვარ მისული სხვადასხვა ფორმატში“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა და ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არ მივიდა პარლამენტში. მისივე თქმით, სულ რამდენიმე დღის წინ „მინისტრის საათის" ფარგლებში იყო პარლამენტში და დროის ნახევარზე მეტი პრაქტიკულად, შეკითხვებზე პასუხის გაცემას დაუთმო. „მესმის, რომ რეგლამენტით შეიძლება ვალდებული ვარ მივიდე, თუმცა ჩემი აზრით, ამ საკითხს უნდა შევხედოთ შემდეგნაირად - სულ რამდენიმე დღის წინ „მინისტრის საათის" ფარგლებში ვიყავი პარლამენტში და დროის ნახევარზე მეტი პრაქტიკულად, შეკითხვებზე პასუხის გაცემას დავუთმე და მანამდე წერილიც კი გავაგზავნე კომიტეტში, რომ გამოვდიოდი „მინისტრის საათზე“ და იქ გავცემდი ყველაფერს პასუხს, თუ რამე დამატებითაც იქნებოდა საჭირო, თანახმა ვიყავი კიდევ მივსულიყავი. როდესაც საუბრობენ, რომ ესაა პარლამენტის უპატივცემულობა, გეტყვით, რომ 2019 წელი აიღეთ და ნახეთ, ამ კი არა, რომელიმე მოწვევის პარლამენტში ამდენჯერ თუ იყო მინისტრი საქართველოს ისტორიაში? ყველაზე მეტჯერ ვარ მისული სხვადასხვა ფორმატში“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)