06:08 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-21 18:22:24, 3305 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა საერთო მაჟორიტარობის კანდიდატზე - პრაქტიკულად მიღწეულია შეთანხმება თბილისის ოლქებთან დაკავშირებით

„პრაქტიკულად მიღწეულია შეთანხმება თბილისის ოლქებთან დაკავშირებით, თუმცა იმედი მაქვს, რომ საქართველოს სხვა რეგიონებშიც იქნება საერთო ოპოზიციური შეთანხმება“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთს დაუდასტურეს, რომ კატეგორიულად მიუღებელია 100/50-ი, რომელსაც ხელისუფლება მათ სთავაზობს.

„პრაქტიკულად მიღწეულია შეთანხმება თბილისის ოლქებთან დაკავშირებით, თუმცა იმედი მაქვს, რომ საქართველოს სხვა რეგიონებშიც იქნება საერთო ოპოზიციური შეთანხმება, იმისთვის, რომ ოპოზიციამ ერთმანეთს ხმები არ წაართვას. ერთმანეთს დავუდასტურეთ, რომ კატეგორიულად მიუღებელია 100/50-ი, რომელსაც ხელისუფლება ვითომ გვთავაზობს. იმიტომ, რომ ეს არანაირად რეალური შემოთავაზება არაა და ციფრებით ვაჭრობას არავინ არ აპირებს. არის ზოგადი პრინციპი და მდგომარეობს იმაში, რომ ხელისუფლება ან ნებისმიერი პარტია, რომელსაც არ აქვს მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა და ეს უნდა იყო მინიმუმ 40% ვერ და არ უნდა აკომპლექტებდეს მთავრობას“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics