|
2020-02-21 13:34:58, 961 ნახვა
საზოგადოება
ლიბანის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს
გლდანის რაიონის გამგეობა ავჭალაში, ლიბანის N29–N31 კორპუსების მიმდებარედ, საგზაო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის შედეგად, მოეწყობა ბორდიური და დაახლეობით, 2 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო. „გლდანში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად ვახორციელებთ. ლიბანის N29–31 კორპუსების მოსახლეობას დაზიანებული გზის საფარის გამო, გადაადგილება უჭირდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება და მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით შპს „ელიზი“ ახორციელებს, 108 800 ლარია გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს გამგეობამ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ლიბანის N29 კორპუსის წყალარინების ქსელიც მოაწესრიგა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)