|
2020-02-21 13:13:14, 3072 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ოპოზიციას საარჩევნო ცვლილებები არ აინტერესებს, მათი სცენარი რევოლუციურია
„ოპოზიციას საარჩევნო ცვლილებები არ აინტერესებს, მათი სცენარი რევოლუციურია, რასაც ვერ განავითარებენ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას ძალიან ცოტა დრო რჩება, რათა ხელისუფლების შეთავაზებაზე თავისი პასუხი თქვას. „ძალიან ცოტა დრო რჩება იმ დროის გასვლამდე, როცა ოპოზიციამ თავისი პასუხი უნდა თქვას. იქიდან გამომდინარე, რომ თუ პასუხი არ იქნება, მათი ლუსტრაცია მოხდება. უნდა თქვან, უბრუნდებიან თუ არა დიალოგის მაგიდას, რასაც მოუწოდებენ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები. დედლაინი ბოლო დრო გამოწვეულია იმით, რომ შემდეგ შეუძლებელი იქნება საარჩევნო ცვლილებები. აქედან გამომდინარე, მათ თებერვლის ბოლომდე უნდა თქვან, უბრუნდებიან თუ არა დიალოგის მაგიდას და ასევე, უნდა თქვან თავიანთი შემხვედრი, ოდნავ რაციონალური წინადადება. ჩვენი წინადადება მათ იციან, 100/50 -ზე საარჩევნო მოდელი იციან. ეს ბევრად სჯობს 77/73 -ზე მოდელს პროპორციული თვალსაზრისით, თორემ ცალკე აღებული ეს რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია. მათ საარჩევნო ცვლილებები და არჩევნები არ აინტერესებთ. მათი სცენარი რევოლუციურია. პირობას ვაძლევთ, რომ ვერ განავითარებენ.“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)