|
2020-02-21 12:54:55, 2401 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა ოპოზიციის შეხვედრაზე - განხილვის მთავარი თემა მაჟორიტარული ოლქების განაწილებაზე შეთანხმებაა
„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გაერთიანებული ოპოზიცია დღეს მორიგ შეხვედრას გამართავს. ხელისუფლების ოპონენტები შეხვედრაზე 4 აპრილის მასშტაბური აქციისა და საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთიანი სტრატეგიის შემუშავების საკითხს განიხილავენ. როგორც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, განხილვის მთავარი თემა მაჟორიტარული ოლქების განაწილებაზე შეთანხმება იქნება. „განხილვის მთავარი საგანი არის მაჟორიტარული ოლქების განაწილება, ახლა აქტიურად მიდის მოლაპარაკება იმაზე, რომ შეთანხმება მოხდეს თბილისში და პრინციპში, ეს შეთანხმება მიღწეულია, თუმცა ვფიქრობთ, რომ სხვა მაჟორიტარულ ოლქებზეც მოხდება შეთანხმება. რა მოდელითაც არ უნდა მოგვიწიოს ჩვენ არჩევნებში შესვლა, ამოცანა არის ერთიანი ფრონტით ივანიშვილის დამარცხება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)