|
2020-02-21 10:44:06, 1449 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: მერაბიშვილის განცხადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციის ამ ნაწილს არჩევნები არ სურთ
„ვანო მერაბიშვილის განცხადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციის ამ ნაწილს აქვს დესტრუქციული დღის წესრიგი, მათ არჩევნები არ სურთ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, მათი მიზანი არ არის დემოკრატიული არჩევნები და შეთანხმება რაიმეზე, მათი მთავარი მიზანი, პოლიტიკური სურვილი და მთავარი ამოცანა არის დესტაბილიზაცია და რაიმე ცვლილებების მოპოვება საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლება არავის მისცემს დესტაბილიზაციის საშუალებას და მომავალთან დაკავშირებით მოქალაქეები მიიღებენ გადაწყვეტილებას დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების გზით. „მე დღეს მოვისმინე ბატონი რომან გოცირიძის საოცარი განცხადება, სადაც, მან თქვა, რომ "დამხობა" არის მხატვრული სიტყვა, არ გამოვრიცხავ, რომ უკვე ხვალ თქვან, რომ "დამხობა" არის მერიონ რასელის ნახატი. ასე ეცდებიან ეს ადამიანები, რომ თავისი უპასუხისმგებლობა აჩვენონ სახელმწიფო ინტერესების მიმართ. რეალურად, ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნას. ჩვენ გვჯერა ჩვენი საზოგადოების, ვენდობით ჩვენს მოქალაქეებს და პატივს ვცემთ გადაწყვეტილებას, რომელსაც ისინი მიიღებენ დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების გზით", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ მატროსოვის ციხე 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს დატოვა. სასჯელაღსრულებითი დაწესებულების დატოვების შემდეგ მან გააკეთა განცხადება, სადაც ხელისუფლების „დამხობით“ იმუქრებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)