|
2020-02-20 19:08:02, 1504 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდასხმის მიზანი, ჩვენი სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრა იყო
„საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ოქტომბერში განხორციელებული კიბერთავდასხმა მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრას“, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში გასული წლის ოქტომბერში განხორციელებულ კიბერშეტევას სოციალურ ქსელ „ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე. მთავრობის მეთაური დასავლელ პარტნიორებს, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივან დომინიკ რააბს საქართველოს ძლიერი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. „გასული წლის ოქტომბერში საქართველოს სახელმწიფომ, მედიამ და ბიზნესსუბიექტებმა სრულიად უგუნური კიბერთავდასხმა განიცადეს. ეს შეუწყნარებელი აქტი მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრას. დიდად ვაფასებთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების ძლიერ მხარდაჭერას", - წერს გიორგი გახარია „ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე. ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)