|
2015-07-31 17:17:58, 5362 ნახვა
რეგიონი
ფოთის მე-6 საჯარო სკოლას რეაბილიტაცია უტარდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ფოთის მე-6 საჯარო სკოლის შენობის ფასადისა და გადახურვის რეაბილიტაციისთვის 160.000 ლარი გამოიყო. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ფოთის მერიიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ამჟამად, სკოლის შენობის სახურავი განახლებულია,მთლიანად შეიცვალა ხის კონსტრუქციები და ძველი თუნუქის ფურცლების ნაცვლად, მეტალოკრამიტით დაიფარა სახურავი. ასევე შეიცვალა ძირითადი კორპუსის შესასვლელი კარებები. მიმდინარეობს გარე ფასადის კედლების შეკეთება-შელესვა, პარალელურად შენობის გარშემო სარინალი (სარტყელი) ეწყობა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კაკულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე თოფურიამ და რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გოჩა ქორქიამ მე-6 სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ქალაქის მერმა მადლიერება გამოთქვა განათლების სამინისტროსადმი ფოთის საჯარო სკოლების მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისათვის. ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის გოჩა ქორქიას განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ახალი სასწავლო წლისათვის დასრულდება. სექტემბერ-ოქტომბერში გათვალისწინებულია სკოლის შენობაში ცენტრალური გათბობის სისტემის დამონტაჟება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს საგანმანათლებლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს დაკვეთით, შ.პ.ს. "ლიკანი-2000 "აწარმოებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)