13:58 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-20 17:16:44, 1309 ნახვა

ეკონომიკა
ხობის მუნიციპალიტეტში „100 საინვესტიციო შეთავაზების“ ფარგლებში 30-მილიონიანი საწარმო აშენდება

ნიდერლანდური კომპანიის „H.I.P. Trade“ - ის ინვესტიციით დაფუძნებული კომპანია "გლობალ რისაიქლინგ კო" ხობის მუნიციპალიტეტში მეორადი პლასტმასის გადამამუშავებელ საწარმოს განავითარებს. წარმოების პროცესში შეიქმნება პოლიმერული გრანულები, რომლის რეალიზება მოხდება როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზრებზე.

პროექტის გასახორციელებლად კომპანიამ ხობის მუნიციპალიტეტში, აუქციონის ფორმით, პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში მიწის ნაკვეთი შეიძინა.

პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 30 მლნ ლარზე მეტია. საწარმოში 500-მდე ადამიანი დასაქმდება.

კომპანია ასევე გეგმავს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებასა და პოლიმერების გადამუშავებითა და წარმოებით დაკავებული უცხოური კომპანიების მოზიდვას. შედეგად, ადგილზე შეიქმნება ღირებულებათა სრული ჯაჭვი და ახალი საექსპორტო პროდუქციის წარმოება ამოქმედდება.

აღსანიშნავია, რომ პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში გასხვისდა 48774200 ლარის ღირებულების 45 ობიექტი. აღნიშნული პროექტი 2019 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა. პროექტის თანახმად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ყველა დაინტერესებულ პირს გამარტივებულ პროცედურას სთავაზობს, რომელიც გულისხმობს უკვე გამზადებულ საინვესტიციო პაკეტებს, მათ შორის უძრავი ქონების განვითარების შესაძლებლობას გენერალური განაშენიანების გეგმის გათვალისწინებით. ასევე წინასწარ არის მოგვარებული ყველა იურიდიული საკითხი, როგორიცაა შეფასება, ქონების რეგისტრაცია, საზღვრების დაზუსტება და სხვა. აუქციონებზე გასაყიდი ქონების საერთო საწყისი ღირებულება 150 მილიონი ლარია. პროექტის განხორციელების შედეგად 2500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, მოსალოდნელი ინვესტიციის მოცულობა კი დაახლოებით 200 მლნ ლარი იქნება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა
ფასების კომისიის მილიონერი თავმჯდომარე - რეგიონებში დისტრიბუციის ცენტრები უნდა შეიქმნას
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics