|
2020-02-20 13:01:17, 1184 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძე მერაბიშვილის განცხადებაზე - უნდა დასრულდეს ქვეყანაში ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლა
„ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლა“, - ასე გამოეხმაურა პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებას. როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, არჩევანი უნდა გაკეთდეს ხვალინდელი დღის პროგრესსზე და მსგავსს თანამშრომლობას ის არ აპირებს. “ნებისმიერი ადამიანის თავისუფლებაზე ყოფნას მივესალმები, რომელიც მოიხდის სასჯელს. რაც შეეხება განცხადებას, ჩემთვის პირადად მიუღებელია სიტყვა "დამხობა". ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს რევანში, უნდა დამთავრდეს ხელისუფლების დამხობის გზით და რევოლუციური გზით შეცვლა. ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ არჩევანი ჩვენი ხვალინდელი დღისთვის, პროგრესისთვის. ჩვენ მსგავს თანამშრომლობას არ ვაპირებთ, შესაბამისად, არც არაფერი შეხვედრა არ იყო და არც იგეგმება,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. შეგახსენებთ, , შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, ე.წ მატროსოვის ციხე დღეს დატოვა. როგორც მერაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „წლის ბოლომდე დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ციხის კარი ყველა პოლიტპატიმრისთვის ფართოდ გაიღება“.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)