|
2020-02-19 10:30:01, 1095 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა ქართულ დელეგაციასთან ერთად, ელექტროტრანსპორტის მწარმოებელ ბელარუსულ ჰოლდინგს ეწვია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ქართულ დელეგაციასთან ერთად, მინსკში საზოგადოებრივი ელექტროტრანსპორტის მწარმოებელ წამყვან ბელარუსულ ჰოლდინგს „ბელკომუნმაშსა" და ჩინურ-ბელარუსულ ინდუსტრიულ პარკს ეწვია. „ბელკომუნმაშის" საწარმოში ქართული დელეგაცია ადგილზე გაეცნო ელექტროავტობუსების წარმოებას და ჰოლდინგის მიერ წარმოებულ ახალ პროდუქციას. თავის მხრივ, ბელარუსულმა კომპანიამ ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაფართოებისა და მომავალში საქართველოს ქალაქებში ბელორუსული წარმოების ელექტროავტობუსების გამოჩენის სურვილი გამოთქვა. ბელარუსში ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასს შეხვდება. ამასთან, 19 თებერვალს მინსკში გაიმართება საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მხარეებს შორის მოლაპარაკებები შედგება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, აგროსამრეწველო სექტორი, ტრანსპორტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ინოვაციები, ტურიზმი, განათლება, კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა, რეგიონთაშორისი თანამშრომლობა და ა.შ. კომისიის სხდომის ბოლოს კი ოქმი გაფორმდება. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში რამდენიმე უწყების წარმომადგენლები არიან, მათ შორის: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი; საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე; ქ. თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი; სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში ირაკლი ქადაგიშვილი; სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ალექსანდრე მოწერელია; აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე და ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)